„გვიყვარს და გვახსოვს აფხაზეთი!“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ნაწარმოებები შექმნეს
26-10-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არასდროს რჩება.

გამონაკლისი არც სოხუმის დაცემის დღე ყოფილა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტრაგიკული დღე. მათ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

სკოლაში უფროსკლასელებს უამრავი დოკუმენტური ვიდეომასალა აჩვენეს, რის საფუძველზეც, მოსწავლეებმა რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები აღნიშნულ დღეს საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„მოთმინებით ველოდებით იმ დროს, როდესაც ქვეყნის ძირძველი კუთხე დედასამშობლოს დაუბრუნდება! გვიყვარს და გვახსოვს აფხაზეთი!“, - ამ სიტყვებით დაასრულეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი მოსწავლეებმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203