წყალტუბოს N1 სკოლის მესამეკლასელებმა, იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარლგებში, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
26-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის კვირეული იმართება.

„იაკობ გოგებაშვილი ჩვენი მზე, ჩვენი მთვარეა...“ - პოეტის ეს სიტყვები წითელი ხაზივით გასდევს დიდი მწერლისა და მოღვაწისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომელშიც III კლასის მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

მესამეკლასელებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ გამოავლინეს სწრაფვა სიახლეებისკენ, ცოდნის შეძენისკენ.

მათ სასკოლო საზოგადოებას თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და აღნიშნული საკითხისადმი პასუხისმგებლობით მიდგომის უნარი უჩვენეს.

ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილი მოთხრობა „სამასი თავდადებული გლეხი“ შეისწავლეს, რის შემდგომაც კომპლექსური დავალება - „წერილი მეფე ერეკლეს“, შეასრულეს.

დავალების შემდგომ კი სკოლაში მისი პრეზენტაცია გაიმართა.

მოსწავლეებმა წერილებში მეფეს დაახასიათეს, სამშობლოს წინაშე მისი ღვაწლი აღნიშნეს და საინტერესოდ იმსჯელეს.

„ისინი ასევე გამოხატავდნენ მადლიერებას მეფისა და სამასი არაგველის მიმართ, დებდნენ პირობას, რომ იქნებოდნენ მათი ღირსეული შთამომავალნი. მე მჯერა მათი და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების გზაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203