მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტრადიციული დღესასწაულის - „ლაშაობა“ აღსანიშნ ღონისძიებზე ლიტერატურული კომპოზიციით წარდგნენ
26-10-2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სოფელ მუხურში ტრადიციული დღესასწაული - „ლაშაობა“ გაიმართა. ღონისძიება პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ჩატარდა. მასში მოსწავლეები - ბუთა ჩიქოვანი, სანდრო გახარია, გიგი თოლორდავა, ანდრია გახარია და ალექსანდრე გახარია მონაწილეობდნენ. 

მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ირმა თოდუასთან ერთად, ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს და დიდი პოეტის შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოგონებებით წარდგნენ: პოეტის მეგობრები, საპატიო სტუმრები, ასევე ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელები.

„ლაშაობას“ პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლაშა გახარიას პოეზიის თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. დასასრულს, პოეტის მეუღლემ - ქალბატონმა როზა ბერიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას. საღამოს უძღვებოდა ქ-ნი ირმა თოდუა.
ლაშა გახარიას 11 ოქტომბერს 76 წელი შეუსრულდებოდა. ნიშანდობლივია, რომ მისი მშობლიური სკოლის სააქტო დარბაზი დიდი პოეტის სახელს ატარებს, ასევე სკოლის ფასადს ამშვენებს მემორიალური დაფა წარწერით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203