სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა izrune.ge-ს მადლობის წერილი მიიღეს
26-10-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ელენე გრიგორიადისი და მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ ელენე გრიგორიადისმა და მთელმა პედაგოგიურმა გუნდმა izrune.ge-ს მადლობის წერილი მიიღო. 

სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული izrune.ge-ს საგანმანათლებლო პროექტში. მონდომებით ასრულებენ ტესტებს და წარმატების დასტურად ჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და დიპლომებით.

izrune.ge-ს მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ქალბატონ ელენე გრიგორიადისს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს ასეთი მოტივირებული და განათლების მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლის აღზრდისთვის.

სკოლის აქტიური მოსწავლეები არიან მე-3 კლასის მოსწავლე მანუ სურმანიძე, მისი დამრიგებელი ლია მეხრიშვილია; მე-4 კლასის მოსწავლეები: მანე სურმანიძე, ლუკა მახარაძე და ნატა აბაშიძე, რომელთა კლასის დამრიგებელიც განგა ჭუჭუხაშვილია. 

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ ასეთი აქტიური მოსწავლეებით, უსურვებენ მათ წარმატებას და წინსვლას. ასევე, მადლობას უხდის მშობლებს შვილების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203