კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცათ
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეთა გუნდი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონდომებით ჩაერთო.
ღონისძიება ქობულეთის სკოლების აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეების დიდი ინტერესის ფონზე წარიმართა. „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 38 გუნდი და 190 მოსწავლე ეჯიბრებოდა.
წარმატებით იასპარეზა ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეთა გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით: ელენე რომანაძე (კაპიტანი), საბა პაპუნაიშვილი, ოთარ ზოიძე, დემეტრე ჯინჭარაძე, ლილე მიქელაძე. მათ VI ადგილი დაიკავეს და პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის, სიგელი დაიმსახურეს.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლასა და გამარჯვებას ვუსურვებთ“,- ამბობენ მართლმადიდებულ ცენტრში.
ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
იხილეთ ფოტოები: