ჭაპალის საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე „ეტალონმა“ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა
26-10-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ​მახილა ჩირაგოვას (კლასი: VIII), ჟალე ისმაილოვას (კლასი: VIII), მალახათ გუსეინოვას (კლასი: IX), ფარიდა გაფაროვას (კლასი: IX), ჯულაი იბრაგიმოვას (კლასი: VIII) და აბიდა ორუჯოვას (კლასი: VIII) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები დაიწყო. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კონკურსის პირველი ეტაპი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 25 ოქტომბერს ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203