„ინფორმაციის სამყაროში“ - ქსოვრისის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის ფარლგებში საინტერესო პროექტი ჩატარდა
26-10-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა.

სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის (I-IV) კლასის მასწავლებელმა - თამუნა ლოხიშვილმა 1-ელ კლასში პროექტი - „ინფორმაციის სამყაროში“ ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების ძირითადი არსი გაიაზრეს, ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის არსებობაზე იმსჯელეს და განიხილეს თუ რა გზებით ხდება მათი გადამოწმება. 

პროექტის ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა შეასრულეს როლური თამაშები, სადაც თავად იყვნენ ინფორმაციის გამავრცელებლები და სხვადასხვა წყაროებთან მისი გადამამოწმებელნი.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მათ საჭირო ცოდნას სძენს, რაც მათ მომავალში დაემხარება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203