ორჯის საჯარო სკოლის მეოთხელკლასელთა შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული ხელოვნების გაკვეთილი
26-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ხელოვნების გაკვეთილები სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევა.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ხელოვნების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, ერთი მოთხრობა აირჩიეს და მისი პერსონაჟები გამოძერწეს. 

მეოთხეკლასელები აღნიშნულ აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და დავალება დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით, ინტერესით შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები გაკვეთილითა და მათი ნამუშევრებით კმაყოფილები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203