ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
26-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის 1-ელ კლასში „ანბანი შებრძანდა“. ეს დღე მასწავლებელმა, ბავშვებთან ერთად, ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლისა და „დედა ენის“ შემქმნელის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მიუძღვნეს.

ბავშვებს ანბანის სწავლა პედაგოგმა დღესასწაულად უქცია. ისინი დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით აკვირდებოდნენ ასო-ბგერების მოხაზულობას და ყურადღებით შეისწავლეს ისინი.

ბავშვები ასევე გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და მის „დედა ენას“. 

მოსწავლეთათვის გაკვეთილი ინფორმაციული, საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, ისიც, რომ დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.

ამ დღეს სკოლის დირექცია ყველა პედაგოგს ულოცავს და მათ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203