ქუთაისის N40 სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში
26-10-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქციეს.

მასწავლებელმა - ინგა მეტონიძე საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.

აქტივობებში მოსწავლეები ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი ახალ ასო-ბგერებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზულობას შეისწავლიდნენ.

აი-ია“ ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველისა, - გადაშლი წიგნს და იქიდან ლამაზ რგოლებად ჩაწყობილი ასოები შემოგციცინებენ. თეთრ ფურცლებზე თავმომწონედ დგანან და გიღიმიან, გიღიმიან ისე, როგორც ჩვენი პირველკლასელები, რომლებმაც ზღაპრულ სამყაროში, გაიცნეს ულამაზესი დახვეწილი, ქართული ანბანის პირველ სიტყვა...სიტყვა გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერი და ახლადამოსული მზის ცხოველისმყოფელი სხივივით საამო“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203