ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჩიტაიშვილი და X კლასის მოსწავლეები მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ
26-10-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, ინგლისურის პედაგოგი ნინო ჩიტაიშვილი და X კლასის მოსწავლეები მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ. მათ საჩვენებელ გაკვეთილზე პოსტერები შექმნეს და აქტივობებისთვის დრო ნაყოფიერად გადაანაწილეს.
ამ კვირეულის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერების სტანდარტისა და „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ფორუმს 60-მდე პედაგოგი და ონლაინ რეჟიმში, 40-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ასევე UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა გახსნეს და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203