მესხეთის საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა
26-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში ბავშვებს გარემოს მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. ბავშებმა შერჩეული ადგილი გაასუფთავეს და ნერგები საკუთარი ხელით დარგეს.

აქტივობის მეშვეობით, მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ როგორი მნიშვნელოვანია ბუნების მოფრთხილება და მცენარეების დარგვა.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203