ალისუბნის თემის N1 სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-10-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

მოსწავლეებს სკოლაში „ანბანის შებრძანება“ მასწავლებელმა ხათუნი ქარქაშაძემ დღესასწაულად უქცია. მათ შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული და როგორც სკოლაში ამბობენ, გამორჩეულად ლამაზი გაკვეთილი შესთავაზა.

„გილოცავთ ანბანეთში მოგზაურობას“ - ასეთი სათაური ჰქონდა გაკვეთილს, რომლის ორგანიზებაში მასწავლებელმა დიდი შრომა ჩადო“ , - ამბობენ სკოლაში.

გაკვეთილზე ბავშვებმა გაიხსენეს „დედა ენის“ შემოქმედი იაკობ გოგებაშვილი. ყურადღებით დააკვირდნენ, შეისწავლეს ასოების მოხაზულობა და დავალებები ინტერესით შეასრულეს.

„პატარებმა „უგალობეს“ ანბანს, პირველად მოხაზეს „ია“ და თავიანთი პირველი ნამუშევარი სათუთად შეინახეს სამახსოვრო კონვერტში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი დავით კუტივაძე და მისი მოადგილე მანანა კუპატაძე. 

„ბატონმა დავითმა მიულოცა პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე და დაულოცა გზა „ანბანეთისკენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203