მესხეთის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
26-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო, შემეცნებითი სახის აქტივობები ჩატარდა. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის მედია და ინფორმაციული წიგნიერება.

ბავშვები ასევე ინფორმაციის გადამოწმების გზებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„კვირეული მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათ ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვასა და არაფორმალური განათლების ფარგლებში, მედიაწიგნიერების კომპეტენციის გამომუშვების ხელშეწყობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203