დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
26-10-2023
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
25 ოქტომბერს, დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „რა? სად? როდის?“
შეჯიბრებაში მონაწილეობდა 8 გუნდი. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული - XIIა კლასის გუნდი.
სკოლა წარმატებას უსურვებს ღონისძიების მონაწილეებს.