ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
26-10-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს ანა ბერიშვილსა და კოკა გოგოხიას ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ისინი წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან. სკოლა ულოცავს მათ ამა წარმატებას და დიდ მადლობას უხდის განათლების სამინისტროს ასეთი მხარდაჭერისთვის. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203