„შემოდგომის ზეიმი“ ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში
26-10-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

მოსწავლეებს პედაგოგები განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ. ამჯერად სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. პროექტს თამარ ნანავა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203