სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდა.
ღონისძიება სარფის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს 32 სკოლის 160 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ შორის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის შემდეგი მოსწავლეებიც იყვნენ:
- ანამარია ბოლქვაძე - გუნდის კაპიტანი;
- ელისაბედ კახიძე;
- მარიამ სივსივე;
- ალექსანდრე შაინიძე;
- ლიზი ტაკიძე.
ისინი კონკურსში დიდი მონდომებით, ხალისით, ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდნენ.
„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ მიმდინარეობისას, მონაწილეებს ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
იხილეთ ფოტოები: