ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
26-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პედაგოგები მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ და გასვლით აქტივობებს აწყობენ.

ამჯერად, მე-4 კლასის დამრიგებელმა ერანაკ სოღოიანმა საგნის - „მე და საზოგადოება“ გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა დაგეგმა.

ბავშვები თავიანთ დამრიგებელთან, ქართული ენის მასწავლებელთან და ბილინგვური სწავლების სპეციალისტთან ერთად, ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ ასევე რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკა და სოფელ სათხის ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს და საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

მოსწავლეებმა მუზეუმების ექსპონატები დაათვალიერეს, ისინი ასევე ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.

ბავშვებმა ახალი ინფორმაციები, საინტერესო ისტორიები დიდი ყურადღებით მოისმინეს და ცოდნა აიმაღლეს.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203