​თხინვალის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საკლასო ოთახი „შემოდგომის ფერებით“ გაალამაზეს
26-10-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ, ამიტომ ბავშვები თავიან პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო შემოქმედებით აქტივობებში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა - ნინო თავბერიძემ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემოდგომის ლამაზი ფერებით გაალამაზეს საკლასო ოთახი.

„მოსწავლეებმა ნინო მასწავლებელთან ერთად ფერადი ფოთლებით შექმნეს საინტერესო კომპოზიციები. საკლასო ოთახში მოწყობილ კუთხეში  მოთავსებული იყო ნაირ-ნაირი ხილი და შემოდგომის ნუგბარი - ასეთია გურიაში შრომისა და ბუნების დღესასწაული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მესამეკლასელებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვების მრვალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203