იხტილის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების შესახებ კედლის გაზეთი შექმნეს
26-10-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენის პედაგოგის ნინო ხმალაძის ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები დიდი სიყვარულით შეისწავლეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და კედლის გაზეთიც მოამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203