ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი აბურჯანია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
26-10-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი აბურჯანია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა. 

გიორგი აბურჯანიას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, მიღწეული აკადემიური წარმატებისთვის, საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება. 

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს გიორგი აბურჯანიას, რომლის აკადემიური მოსწრება საბაზო საფეხურზე 10 ქულაა (დამრგვალების გარეშე) დამსახურებულ წარმატებას.

ეკის საჯარო სკოლა უსურვებს გიორგის, რომ ეს ნაბიჯი ყოფილიყოს წარმატებული მომავლის საწინდარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203