ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მათი ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.რასაკვირველია, უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი ასწავლიან პირველკლასელებსაც. ამჯერად, პატარა მოსწავლეებმა ანბანის სამყაროში შეაბიჯეს. ამასთან დაკავშირებით, კლასი საზეიმოდ, ბუშტებით მოირთო, პირველკლასელებს კი მასწავლებელმა საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
ისინი ანბანის სწავლას მონდომებით შეუდგნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„პირველი კლასის პატარების მიერ სიყვარულით წარმოთქმული და წაკითხული დედაენის ფურცლებზე მოქარგული „აი ია“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: