გალავნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელად სამეურვეო საბჭომ დამსახურებული მასწავლებელი ქეთევან აზალაძე აირჩია
26-10-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად ამავე სკოლის დამსახურებული მასწავლებელი ქეთევან აზალაძე აირჩია. 

როგორც სკოლაში გვეუბნებია, ქეთევან აზალაძე გალავნის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად 2012 წლიდან მუშაობს. მან ამ წლების განმავლობაში უკვე დაიმსახურა მოსწავლეებისა და კოლეგების მხრიდან დიდი სიყვარული.

შესაბამისად, სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ. სკოლის თანამშრომლები ეთევან აზალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ქალბატონ ქეთევანს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ, შემოქმედებით და საინტერესო მოღვაწეობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203