ხაშურის N4 საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ ნანა გაგნიძე ერთხმად აირჩია
26-10-2023
ხაშურის N4 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად ერთხმად ნანა გაგნიძე აირჩია.

დირექტორობის კანდიდატმა, სამეურვეო საბჭოს წევრებს წარუდგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და გააცნო სკოლის განვითარების ხედვა. არჩევნები ჩატარდა რეკომენდაციების გათვალისწინებით, გამჭვირვალედ და ფარული კენჭისყრით.

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ.

„ქალბატონ ნანას ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მე-4 საჯარო სკოლის გუნდთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203