ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
26-10-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქრით მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ შედეგს ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მათ ამ დამსახურებულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.