ავლევის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი
26-10-2023

კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, საინტერესო აქტივობებით კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი გამოირჩეოდა. მე-2 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერში საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და დავალებებს თავი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ყოჩაღად გაართვეს.

მათ ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და ახალი უნარებიც შეიძინეს.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203