კეხიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ ნაზი თათანაშვილს მიანიჭა
26-10-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი ნაზი თათანაშვილი აირჩია. 

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და ნაზი თათანაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„მხიარულად და პოზიტიურად დამტკიცდა,  კეხიჯვარის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ დირექტორის კანდიდატურა. ნაზი თათანაშვილი გილოცავთ, მთელი გუნდი ამ დიდ საპასუხისმგებლო თანამდებობას გვიყვარხარ და გვეიმედები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203