თბილისის N132 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებისთვის სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ეწყობა და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში პოეტმა გრიგოლ ძაგანიამ პოეზიის საღამო ჩაატარა.
პოეტი მოსწავლეებს პოეზიაზე და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებსაც პოეტები აწყდებიან ქვეყანაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან ასევე ბავშვებთან განათლების საჭიროება აღნიშნა და უთხრა თუ რა მნიშვნელობა აქვს მიზანსახულობას.
პოეტის საუბარს მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ. მათ საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: