ბაღდათის N1 სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძე ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად აირჩიეს
ბაღდათის N1 საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული დირექტორი - მერაბ ფურცელაძე ჰყავს. მან დიდი წარმატებას მიაღწია, მერაბ ფურცელაძე ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად აირჩიეს. სკოლაში ამ ფაქტით ხარობენ, პედაგოგები კი უდიდესი სიამაყით ულოცავენ სკოლის დირექტორს ამ მიღწევას.
„სკოლა და პედაგოგები სიამაყით ულოცავენ ბატონ მერაბს მნიშვნელოვან სტატუსს და უსურვებენ კვლავ აღეზარდოს ღირსეული თაობები. მართლაც საამაყოა ასეთი აღიარება!“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: