ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ მზია მელიქიშვილი აირჩია
25-10-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

სკოლის სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად აირჩია განათლების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი - მზია მელიქიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას დღემდე ხელმძღვანელობდა ეკატერინე კაცაძე, რომელიც ამჟამად ამავე სკოლაში მოღვაწეობას პედაგოგად აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203