
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.
კვირეული ფარგლებში, სკოლაში საინტერესო და ინფორმაციული სახის ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე მოსწავლეებს აფხაზურ კულტურაზე ესაუბრა, ხოლო მასწავლებელმა ფიქრია სტურუამ კი მათ აფხაზური ცეკვა-სიმღერა აჩვენა და მოასმენინა.
მან, ასევე ბავშვებს აფხაზური ანბანი გააცნო, რამაც ისინი მეტად დააინტერესა.
ბავშვები აფხაზეთის, მისი წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაციებს დიდი ინტერესითა და და ყურადღებით ისმენდნენ.
კვირეულმა წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და კვირეულები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს.
იხილეთ ფოტოები: