„რა ვიცი და რა მინდა ვიცოდე მედიაწიგნიერების შესახებ“ - თბილისის N178 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
25-10-2023

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული მოეწყო.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში პროექტი -  „რა ვიცი და რა მინდა ვიცოდე მედიაწიგნიერების შესახებ“ ჩატარდა, რომელშიც VII, VIII , X , X  და X  კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა სკოლაში აღნიშნულ დღეს საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, პოსტერებისა და პლაკატების გამოფენა მოაწყვეს.

პროექტის მსვლელობისას, რომლის ხელმძღვანელი  ნინო მათიაშვილი-ბერიძე გახლდათ, მოსწავლეებმა ინფორმაციები გაცვალეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203