ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, მოტივიებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებთ ერთვებიან.
ამჯერად, ისინი სპორტული ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილოებდნენ. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სპარტაკიადაზე ასპარეზობებში საპრიზო ადგილები დაიკავეს. ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებელს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. ულოცავს მათ ამ წარმატებასა და უსურვებს შემდგომში კიდევ ბევრ წინსვლას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: