ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებშიც ხშირად მონაწილეობენ. როგორც სკოლაში ამბობენ, ისინი წლებია, რაც „კინგსთან“ თანამშრომლობენ. ოლიმპადებში მიღწეული წარმატებების მხრივ კი 2022-2023 სასწავლო წელიც ნაყოფიერი იყო.
ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: