მაღლაკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზარ-ზეიმით დაიწყეს
25-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდი დიდი ჟრიამულით დაიწყო. 

მოსწავლეებმა, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგ - ს.გოგაიასთან და დამრიგებელ - ფ.გომართელიძესთან ერთად, ანბანის შემობრძანება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო, მხიარული და შემეცნებითი აქტივობებით. თითოეული მოსწავლე სიხარულით იყო ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში.

მრავალფეროვნად მორთული გარემო, საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეები, ფერადი ბუშტები და საზეიმო განწყობა - ასე დაიწყო სკოლაში საანბანო პერიოდი. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203