რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები -  ადა ტუკვაძე და ლუკა მამრიკიშვილი წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
25-10-2023

სერგეი მესხის სახელობის რიონის საჯარო სკოლის წარმატებული მეათეკლასელები - ადა ტუკვაძე და ლუკა მამრიკიშვილი, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი, მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, წყალტუბოს მერმა - გენადი ბალანჩივაძემ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა - მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენ საამაყო მოსწავლეებს წარმატებებს და ვუსურვებთ ღირსეულ მომავალს!  ჩვენ გვჯერა თქვენი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203