თბილისის N190 საჯარო სკოლის ხელმძღვანელად სამეურვეო საბჭომ ირინე გაგოშიძე ერთხმად აირჩია 
25-10-2023
თბილისის N190 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ერთხმად, სრული შემადგენლობით, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი ირინე გაგოშიძე აირჩია.

სკოლის თანამშრომლები ირინე გაგოშიძეს არჩევნებში გამარჯვებას ერთხმად ულოცავენ და სკოლის საკეთილდღეო საქმეში წარმატებას უსურვებენ. 

„თბილისის N190 საჯარო სკოლა ულოცავს ქალბატონ ირინეს და უსურვებს წარმატებებს სკოლის წინსვლისა და განვითარების საქმეში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203