წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს
25-10-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლაში ბავშვებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს. 

Iა კლასის მასწავლებელმა ბავშვებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია. მან პირველკლასელებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომლებსაც ბავშვებმა თავი წარმატებით გაართვეს.

ისინი პირველ ასო-ბგერებს დიდი მონდომებითა და ინტერესით გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

გაკვეთილი ბავშვებისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.

„ამ გაკვეთილის, სახელწოდებით - „გზად ია ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“ მიზანი იყო, რომ ბავშვები საზეიმოდ გაცნობოდნენ „აი-იას“ შემობრძანებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203