ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს 
25-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მათ სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისა და გაკვეთილების გამრავლფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე, პედაგოგ მანანა ღოღობერიძის ხელმძღვანელობით, წელიწადის ყველაზე მრავალფეროვანი დრო „ოქროსფერი შემოდგომა“ შეისწავლეს.

ამ თემის ფარგლებში, მათ დაამუშავეს ტექსტები: ნანა სუხიტაშვილის „შემოდგომის ესკიზი“, ნანა კაციშვილის „ოქტომბერი“ და ნინო ბეზარაშვილისგორგომიჭელა“.  

თემის დამუშავებისას საწავლო პროცესში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.

„ბავშვებმა შეაგროვეს მათთვის გამორჩეული ფოთლები: სიწითლეშეპარული, ოქროსფერი, ჩალისფერი, ალაგ-ალაგ შემორჩენილი მწვანე … ნაწილმა დააწება თაბახის ფურცელზე და ოთახში თვალსაჩინო ადგილას გამოფინა, ნაწილმა კი დაამზადა გვირგვინი შემოდგომის ფოთლებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ ასევე შემოდგომის თემაზე ლექსები მოიძიეს და დათქმულ დღეს პოეზიის საღამო მოაწყვეს.

„წაიკითხეს სევდიანი ოქტომბრის მონოლოგი შესაბამისი ინტონაციით და მშობელთა ჩართულობით წარმოადგინეს ნინო ბეზარაშვილისგორგომიჭელა“, სკოლაში გააკეთეს თათარა, თავიანთი პატარა, ფუნჩულა ხელებით ამოავლეს შინიდან მოტანილი, თავისივე ხელით ასხმული „გორგომიჭელა“ გემრიელი თათარა დააგემოვნეს (ერთ მოსწავლეს არ ჰქონია აქამდე დაგემოვნებული, ბავშვების აღტაცებით წამოძახილზე : რა კარგია! კიდევ მინდა! …. გაბედა დაგემოვნება, გაოცებულმა, სიხარულით წამოიძახა - უფ, მართლაც რა გემრიელი ყოფილა!)“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვებმა დრო ხალისიანად, ნაყოფიერად გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს ამ დღის ორგანიზებისთვის.

როგორც სკოლაში ამბობენ, დღის ბოლოს კი ყველამ წაიღო თავისი „გორგომიჭელა“.

„ხარიხაზე დარჩა  ერთი „ გორგომიჭელა“, მათ არ დაავიწყდათ აღმზრდელები და გადაწყვიტეს, მეორე დღეს მათ გაუნაწილონ და ავთოსავით  „ტკბილად დაბერება“ უსურვონ“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203