
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ 150 წლის იუბილე აღნიშნა.
სკოლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ჩვალბეჩიდან დეხვირამდე, წინ მომავლის გზა“ გაიმართა.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა, ხათუნა ხეცურიანმა გახსნა - მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლის ისტორიის შესახებ.
სკოლის აღსაზრდელები კი მაყურებლის წინაშე ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციითა და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ.
ღონისძიებაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„სკოლის ეზოში ლეჩხუმური სოფლების შემოდგომის იდილია სუფევდა, წურავდნენ ყურძენს, ავლებდნენ ჩურჩხელებს, ამზადებდნენ სურნელოვან მარილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ და სკოლას 150 წლის იუბილე მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- ქრისტინა კობახიძემ, რწმუნებულის მოადგილემ -ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა- ლევან ზალკალიანმა, მოადგილემ -რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ-ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა და მარიკა კოპალიანმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა- ირაკლი სილაგაძემ, ლეჩხუმის სასკოლო საზოგადოებამ, მობრძანებულმა სტუმრებმა.
ღონისძიების დასასრულს მიწვეულ სტუმრებს დეხვირის სკოლისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„მადლობა მობრძანებულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას დაფასებისთვის, მხარდაჭერისა და საუკეთესო სურვილებისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: