
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზეიმით დაიწყეს.
მათი მასწავლებელი სირანუშ არევიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებს სასწავლო მოტივაცია მისცეს და ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ხალისით ჩაერთონ. შესაბამისად საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობები და სხვადასხვა რესურსი შესთავაზა და ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია.
სწავლასმოწყურებული პატარები პირველი ასო-ბგერების შესწავლას დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
„ემოციით სავსე და მრავალფეროვანი ღონისძიება იყო“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო: