„ნუ უარყოფ მეგობარს!“ - ეკისა და მენჯის საჯარო სკოლების ერთობლივი საინტერესო პროექტი
25-10-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკისა და მენჯის საჯარო სკოლებში ერთობლივი პროექტი - „ნუ უარყოფ მეგობარს“ მიმდინარეობს.

პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში,  ეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ერთობის“ კურატორის - ლალი კარტოზიასა და მენჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მერცხლის“ კურატორის - ელისო ლემონჯავას ჩართულობით ხორციელდება. 

პროექტი, თემში შინაური თუ მიუსაფარი ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის დაცვისა და მოვლის კულტურის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული. 

როგორც სკოლებში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში მენჯსა და ეკში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხეს თემის წევრები.

როგორც მოსწავლეები გვიყვებიან, კვლევამ აჩვენა, რომ ორივე სოფლისთვის აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი და პრობლემურია.

კვლევის საფუძველზე ეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, განცხადებით მიმართეს სოფლის რწმუნებულს - იოსებ ელიავას დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

როგორც სკოლაში აანონსებენ, პროექტიდან გამომდინარე, ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობები ისევ ჩატარდება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203