დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას პირველკლასელები ესტუმრნენ
25-10-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს წიგნის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უნერგავენ, მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და კითხვის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან.
ამჯერად, სკოლის პირველკლასელები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. პატარები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ, სამკითხველოში წარმოდგენილი ლიტერატურა დაათვალიერეს და წიგნიერების სამყაროში სწავლასმოწყურებულებმა დიდი ცნობისმოყვარეობით შეაბიჯეს.
აღსანიშნავია, რომ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203