
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში, ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.
ამ მიმართულებით სკოლაში შემეცნებითი პროექტი განხორციელდა. პროექტი მოიცავდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობას. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი დალი ცხვიტავა.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ეკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: