
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
პედაგოგმა პატარების განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და მათ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და სხვადასხვა აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
პატარები ანბანის სწავლას დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
იხილეთ ფოტოები: