„სიტყვათა მეტყველება“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებისთვის კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა 
25-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ლამაზად და სუფთად წერას ასწავლიან, ამ უნარების გასავითარებლად კი ბავშვებს არაერთ დავალებას, აქტივობასა თუ კონკურსს სთავაზობენ. 

პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, მეხუთე კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი - „სიტყვათა მეტყველება“, რომელიც მიზნად ისახავდა ლამაზად წერის პოპულარიზაციას, ფანტაზიისა და წერის უნარ-ჩვევების დახვეწას.

მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაზლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსმა მოსწავლეებში გამოიწვია მოტივაციის ამაღლება და დაინტერესება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203