ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ქორეოგრაფიული ანსამბლი წარმატებით ფუნქციონირებს.
ანსამბლის წევრები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს. ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, სკოლაში კი მათ, დირექტორი ნანა ქარციძის ხელმძღვანელობით, გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
ანსამბლის ქორეოგრაფი ჯამბული ქარდავა გახლავთ.
ამჯერად, მოსწავლეები მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღსანიშნ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ბავშვები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარდგნენ.
„მცხეთა .2023 წლის 14 ოქტომბერი. ჭალადიდის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის კიდევ ერთი წარმატება. წარმატებები, ვამაყობთ თქვენით!“,- წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე და ვიდეორგოლს გვიზიარებს.
იხილეთ ვიდეო: