
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მეხუთე კლასში, ჩატარებული ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი.
გაკვეთილი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და საინტერესო დისკუსიებით. მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, იმსჯელეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო მიქავა ხელმძღვანელობდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევი და სახალისო ყოფილიყო.
იხილეთ ფოტოები: