ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
25-10-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს აფასებენ, შესაბამისად, განსაკუთრებულად აღნიშნეს მასწავლებლის დღე.

მე-5 კლასმა, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარა. ბავშვებმა პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პედაგოგები თბილი სიტყვებით შეამკეს, მათ მრავალფეროვანი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი - ნანა მალაყმაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203